კონსერვატორი ძვიად ძიძიგური რუსეთის მოსახლეობას მიმართავს და დიალოგისკენ მოუწოდებს იმ საკითხებზეც კი, რომელთა შესახებაც დღეისათვის დიამეტრალურად განსხვავებული შეხედულებები არსებობს.
დასაწყისში ძიძიგური რუსულ-ქართული ურთიერთობების ისტორიას იხსენებს და ორი ერის ამჟამინდელ ტრაგიკულ დამოკიდებულებაზე საუბრობს.
ძიძიგურის აზრით დაუშვებელია ორ ქვეყანას შორის არსებული შუღლის ასე გაგრძელება და გამოსავალს მხოლოდდამხოლოდ დიალოგში ხედავს.
"პრაქტიკულად, არ მიმდინარეობს რაციონალური მსჯელობა იმაზე, თუ რა გზით შეიძლება გადაწყდეს ის საკითხები, რამაც ჩვენი ურთიერთობები ასე გაამწვავა: ერთის მხრივ, საქართველოს ინტერსებიდან გამომდინარე - თუ როგორ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ეკონომიკური კავშირები რუსეთთან; მეორეს მხრივ, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე - გარანტიები, რომ საქართველოს და რეგიონების სხვა ქვეყნების საგარეო პოლიტიკურმა კურსმა არ შეუქმნას საფრთხეები რუსეთის ინტერესებს და რეგიონულ სტაბილურობას", ზვიად ძიძიგური.
"კონსერვატორების" ლიდერის აზრით, ამ სახალხო დიალოგში პოლიტიკურ სპექტრთან ერთად სამოქალაქო ინსტიტუტებიც უნდა ჩაერთონ - ეკლესია, ბიზნესი, დიასპორები და სხვა.
"არ გვაქვს მოლოდინი, რომ წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები ადვილად და სწრაფად გადაწყდება, თუმცა ღირს დავიწყოთ მსჯელობა იმ საკითხებზეც, რომელზეც დღეისათვის შეიძლება სრულიად საწინააღმდეგო პოზიციები გაგვაჩნდეს. კეთილი ნების შემთხვევაში, დარწმუნებულები ვართ ყოველთვის შეიძლება ურთულეს საკითხებზეც კი მოიძებნოს გონივრული კომპრომისები", - ძვიად ძიძიგური.