"ალაიანსი საქართველოსთვის" ხელისუფლებისგან უკრაინაში წარგზავნილი ქართველი დამკვირვებლების ვინაობების ამ დრომდე არდასახელებას საეჭვოდ მიიჩნევს. ამის შესახებ დღეს, "ახალი მემარჯვენეების" ოფისში ალიანსის წევრებმა, ფიქრია ჩიხრაძემ და სოზარ სუბარმა პრესკონფერენცია გამართეს.
მათი თქმით, 26 იანვარს, როგორც ელექტრონული ფოსტით ასევე ფაქსის საშუალებითაც მიმართეს საქართველოს სრულუფლებიან ელჩს უკრაიაში გრიგოლ ქათამაძეს, რათა მოეწოდებინა ინფორმაცია იმ დამკვირვებლების სიების შესახებ, რომლებიც რეგისტრაციისთვის საქართველის საელჩომ უკრაინის საარჩევნო კომისიას წარუდგინა.
"მიუხედავად იმისა, რომ ქათამაძეს თხოვნა გაუგზავნეთ, როგორც ელექტრონული ფოსტით ასევე ფაქსით, შემდეგ უკვე ოფიციალური წერილითაც, გამოთხოვილი ინფორმაცია მაინც ვერ მივიღეთ", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ჩიხრაძის თქმით, 28 იანვარს "ალიანსმა საქართველოსთვის" უკვე საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა იმავე მოთხოვნით, თუმცა კვლავაც უშედეგოდ. "ალიანსის" წევრები ამ გარემოებებს პრეზიდნტის გადაწყვეტილებას უკავშირებენ - უკრაინის არჩევნების მეორე ტურში ქართველი დამკვირვებლების არ გაგზავნას და მსგავსი ტიპის განცხადებას აყალიბებენ:
"საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით წაყრუების პოლიტიკის არჩევა და სააკაშვილის ორიდღისწინანდელი განცხადება უკრაინაში დამკვირვებლების საერთოდ არ გაშვების თაობაზე კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს, რომ ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავს ინფორმაციას, რომელიც სკანდალურია და დანაშაულებრივი ელფერი დაკრავს", - "ალიანსი საქართველოსთვის" წევრი, სოზარ სუბარი.