,,მათ ჩათვალეს, რომ ამ ეტაპზე არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად შევიდნენ უმცირესობაში", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხელ მაჭავარიანმა რამდენიმე დეპუტატის მიერ საპარლამენტო უმცირესობაში უარის თქმის კომენტირებისას.
,,ჩვენ ეს ვიცოდით, ჩვენ მათთან ამ თემაზე ვისაუბრეთ. ვინაიდან ეს ადამიანები თავის დროზე წარდგენილნი იყვნენ ,,ნაციონალური მოძრაობის" სიით, მაგრამ არ იყვნენ პარტიის წევრები მათ ჩათვალეს, რომ ამ ეტაპზე არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად შევიდნენ უმცირესობაში", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მიხელ მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" სახელით საპარლამენტო უმცირესობაში შესვლაზე ხუთმა დეპუტატმა გიორგი ლიპარტელიანმა, გოდერძი ბუკიამ, სერგო ხაბულიანმა, კახა ოქრიაშვილმა და ენზელ მკოიანმა უარი განაცხადეს.