კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი ვლადიმერ ხატიაშვილი დააკავეს,.
ასევე ქრთამის აღებაში დახმარებისათვის დაკავებულია მოქალაქე, ვლადიმერ ქიზინიძე.
შსს-ის ინფორმაციით, ვლადიმერ ხატიაშვილმა ქიზინიძის შუამავლობით, მიკროავტობუსის მძღოლს, დედოფლისწყაროდან ბათუმის მიმართულებით, მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 500 აშშ დოლარი გამოსძალა.
დანაშაული თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს.