საქართველოს პრეზიდენტმა აღიარა, რომ "ქარეთული ოცნება" არ არის ხელისუფლებაში მოსული ნგრევისათვის, - განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ქუთაისში პარლამენტის სხდომაზე პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ.
"მე მიხარია, რომ ის ამას მიხვდა. ეს აღიარა საჯაროდ, ღიად. ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ გავაგრძელოდ ქვეყნის წინსვლისთვის შრომა და შრომის პროცესში ჩვენ ყველა ვაცნობიერებთ, რომ მხრებზე გვაწევს ძალიან მძიმე ტვირთი", - განაცხადა წულუკიანმა.