რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსი იური ზვირიკი აცხადებს, რომ აფხაზეთში მყოფი რუსი მესაზღვრეების ორ მესამედზე მეტი უკვე სახცოვრებელ შენობებში არიან შესახლებულნი. ეს განცხადება ზვირიკმა სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ყოველივე სასაზღვრო სამმართველოსა და აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით მოხდა", _ აცხადებს ზვირიკი.
მისივე თქმით, აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამმართველოს სამხედრო ქალაქებისა და საინჟინრო ნაგებობების ასაშენებლად მიწის ნაკვეთები გამოუყო.
"ამჟამად სამხედრო ქალაქებისა და საინჟინრო ნაგენობების მშენებლობა ხუთ სამშენებლო მოედანზე მიმდინარეობს და მალე დასრულების სტადიაში იქნება. დანარჩენი ობიექტების აგებას კი გეგმის მიხედვით 2011 წლის ბოლოსათვის დავასრულებთ", _ განაცხადა ზვირიკმა.