პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ პარლამენტისა და ცესკოს ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება, არჩევნები სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდეს. ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ დღეს პარლამენტში ცესკოს თავმჯოდმარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს ცესკოს ინიციტივებზე, რომელიც არჩევნების პროცესის დემოკრატიულად ჩატარებას უზრუნველყოფს.
ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა კი, ბაქრაძის თქმით არის ის, რომ ხარატიშვილი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის.
მისი განმარტებით, სამუშაო ჯგუფი ოპოზიციური პარტიების წარმნომადეგნლებისგან დაკომპლექტდება და კოორდინირებას გაუწევს საარჩევნო სიების შემოწმებისა და დაზუსტების პროცესს. ამასთან, ხელისუფლება თანახმაა, ამ ჯგუფს ოპოზიციის წარომომადგენელმა უხელმძღვანელოს.
გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი იყო ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნაზეც და როგორც დავით ბაქრაძე აცხადებს, ხარატიშვილისგან მოისმინა სრული მზადყოფნა, რომ ამ ჯგუფს ცესკოსთან მუშაობის ყველანაირი შესაძლებლობა ექნება.
`ეს იქნება კიდევ ერთი დამატებითი პირობა იმისთვის, რომ პროცესები იყოს სრულიად გამჭვირვალე ოპოზიციური პარტიებისთვის და საზოგადოებისთვის," - განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, მომავალ კვირას ცესკოს თავმჯდომარე კიდევ გეგმავს რამდენიმე ახალი ინიციტივით გამოსვლას, თუმცა მეტი დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მთავარი პროცესებისადმი და საქმისადმი სერიოზული მიდგომაა.