საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 თებერვალს დაიწყება.
პირველი სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ 8 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა გადაიდო.
გამსახურდიას ადვოკატის ქეთი ბექაურის განცხადებით, აღნიშნულ პროცესზე გამსახურდიას ორი საქმის გაერთიანება უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია სამართალდამცველებმა 27 ოქტომბერს, მეზობლის, დავით ბაჯელიძის დაჭრისთვის დააკავეს. გამსახურდიას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით ასამართლებენ. თავად დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.