აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგმა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონმა საქართველო დატოვეს.
ქვეყნიდან გამგზავრებამდე ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ბრიფინგზე საქართველოში ვიზიტი შეაჯამეს.
სტეინბერგის შეფასებით, პრეზიდენტ სააკაშვილსა და ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრები საინტერესო იყო, რომელზეც ორმხრივი თანამშრომლობის სფეროს საკითხები იქნა განხილული.
"საქართველო ჩვენი ახლო პარტნიორია, რომელსაც აშშ ძალიან აფასებს", - განმარტა სტეინბერგმა.
ამასთან, მისივე განმარტებით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის მიცემული დანაპირები შეასრულა და ქვეყანას ბოლო ტრანშის სახით 1 მლნ დოლარი უკვე გამოუყო.
შეგახსენებთ, რომ შესაბამისი დაპირება საქართველოს თბილისში ვიზიტის დროს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მისცა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი თბილისში დღეს დილითა ჩამოვიდნენ. სტუმრებმა პირველი შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებთან გამართეს, შემდეგ კი, ისინი საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო.
სტეინბერგი და გორდონი თბილისიდან მიუნხენში გაემგზავრნენ, სადაც ისინი უსაფრთხოების 46-ე კონფერენციას დაესწრებიან.