სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში ფოტოჯიხურები განთავსდა.
დღეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს სააგენტოს მომსახურების სფეროში დანერგილი სიახლე გააცნო.
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოსახლეობას კიდევ ერთ ახალ სერვისს სთავაზობს. დღეიდან მოქალაქეს IჩAO (Iნტერნატიონალ ჩივილ Aვიატიონ Oრგანიზატიონ) სტანდარტის შესაბამისი ბიომეტრიული ფოტოსურათის გადაღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში შეეძლება.
პასპორტის ან პირადობის მოწმობისათვის საჭირო სურათს მოქალაქე სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში დამონაჟებულ სპეციალურ ფოტოჯიხურში გადაიღებს. ამის შემდეგ ფოტო მყისიერად მოხვდება სააგენტოს ცენტრალურ სერვერზე და ავტომატურად მიებმება შესაბამის განაცხადს.
ეს სიახლე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და `ერთი ფანჯრის~ კონცეფციის განხორციელებას შეუწყობს ხელს. სამოქალაქო რეესტრის ოფისში მისულ მოქალაქეს დამატებით აღარ უწევს სხვა დაწესებულებებში (ფოტოსალონი, ბანკი) გასვლა. მას შეუძლია ადგილზე გადაიღოს ფოტო და გადაიხადოს მომსახურების საფასური.
ბიომეტრიული ფოტოსურათის გადასაღები ფოტოჯიხურები საქართველოს მაშტაბით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ყველა ტერიტორიულ სამსახურში განთავსდა. იტალიური კომპანია `DEDEM~-ის დამზადებული აპარატები სააგენტოს ტენდერში გამარჯვებულმა შპს `IB-Gეორგია"-მ მიაწოდა.
_ როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, დღეისთვის იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრში კიდევ ერთი - მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისი დაინერგა, რომლითაც მოქალაქეს გაუმარტივდება ფოტოსურათის გადაღების პროცესი.
მისი თქმით, სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში განთავსებული ფოტოჯიხურების საშუალებით მოქალაქე ოფისიდან გაუსვლელად თავად გადაიღებს ფოტოსურათს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჯიხური ამოწმებს ფოტოსურათის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.