საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში კიდევ ერთ ვიზიტს გეგმავს.'როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" პრესსამსახურიდან აცნობეს, ნოღაიდელი რუსეთის დედაქალაქს 8 თებერვალს ეწვევა.
"მოსკოვში ზურაბ ნოღაიდელს არაერთი საქმიანი შეხვედრა აქვს დაგეგმილი, მათ შორის, 9 თებერვალს ხელი მოეწერება შეთანხმებას, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვისა" და პოლიტიკურ პარტია "ედინაია როსიას" შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას", - აცხადებენ პარტიაში და აქვე განმარტავენ, რომ დოკუმენტს ხელს "ედინაია როსიას"
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის გრიზლოვი და ზურაბ ნოღაიდელი მოაწერენ.
ნოღაიდელი რუსეთის დედაქალაქში მიუნხენიდან ჩავა, სადაც ის 7 თებერვალს გაემგზავრება. საქართველოს ყოფილი პრემიერი თბილისში 11 თებერვალს დაბრუნდება.