ცესკო-ში დღეიდან ღია კარის საათი გამოცხადდა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება სურვილის შემთხვევაში, სიების მონიტორინგის პროცესს დააკვირდეს.
"დღეიდან ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 15:00-დან 16:00 საათამდე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება ესტუმროს და ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს ცესკოს საქმიანობის შესახებ. აღნიშნული პროექტი 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამოქალაქო ჩართულობისა და გამჭვირვალობის კამპანიის ნაწილია", - განაცხადა ხარატიშვილმა.
მისივე განმარტებით, ცესკო ყველანაირი ინფორმაციის გავრცელებისთვის მზად არის.