აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ
"ალიანს საქართველოსათვის" ერთ-ერთი ლიდერი დავით გამყრელიძე აცხადებს, რომ მათ ჯეიმს სტეინბერგთან და ფილიპ გორდონთან შეხვედრაზე სერიოზული დაპირებები მიიღეს.
"ძალიან სერიოზული დაპირებები მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ძალიან სერიოზულად და პრინციპულად დააყენებს სწორედ დემოკრატიის პრიორიტეტს დემოკრატიის განვითარებისა და მისი ინსტიტუციონალიზაციის პრიორიტეტს საქართველოსთან ურთიერთობაში. საქართველო რჩება მათთვის პრიორიტეტულ ქვეყანად,", _ განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ სწორედ ეს შეხვედრა ასე ხაზგასმულად ჯერ ოპოზიციასთან და შემდეგ ხელისუფლებასთან, არის გაზგასმა იმისა, რომ მათთვის პრიორიტეტი არის ქვეყანა, ხალხი, ქართველები, საქართველო, საქართველოს მოქალაქეები და არა რომელიმე ლიდერი ან პრეზიდენტი ამქვეყნისა.
აღსანიშნავია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი საქართველოში დღეს ერთდღიანი ვიზიტით ჩამოვიდნენ.