აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონთან შეხვედრაზე მისული პარტია "ალიანს საქართველოსათვის" ერთ-ერთი ლიდერი დავით გამყრელიძე აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ მეტი ინფორმაცია მივაწოდოს მათ იმ პრობლემებთან დაკავშირებით რაც არის დღეს ქვეყანაში.
"პირველი პრობლემა ეს არის დემოკრატიის ნაკლებობა, ეს არის თავისუფალი არჩევნები და ჩვენ ყველას ძალიან გვჭირდება, რომ ადგილობრივი არჩევნები, როგორც შეიძლება უკანასკნელი ტესტი დემოკრატიაზე ჩატარდეს სამართლიანად. ამაში აშშ-ს ძალიან სერიოზული წვლილის შეტანა შეუძლია", _ აცხადებს დავით გამყრელიძე.
აღსანიშნავია, რომ ჰილარი კლინტონის მოადგილეებთან მოლაპარაკებებს დახურულ კარს მიღმა ნინო ბურჯანაძე, ლევან გაჩეჩილაძე და დავით გამყრელიძე ესწრებიან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი საქართველოში დღეს ერთდღიანი ვიზიტით ჩამოვიდნენ.