დღეიდან 26 ოქტომბრამდე სოხუმთან ახლოს წებელდის პოლიგონზე სეპარატისტები სამხედრო წვრთნას ჩაატარებენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
წვრთნაში მოტომსროლე ბატალიონები და სოხუმის სამხედრო სასწავლებლის კურსანტები მონაწილეობენ. სწავლებას პოლკოვნიკი ედუარდ ბონდარი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, სწავლება საერთო ბრძოლის წარმოების უნარჩვევებს და საბრძოლო ტექნიკის ეფექტურ მოხმარებას ეძღვნება.