ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას და რუსეთზე ზეწოლას სანქციების ყველაზე მკაცრი რეჟიმის გამოყენებით, რომელიც ბრიტანეთს ოდესმე გამოუყენებია - მთავრობის პრესსპიკერი
დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაგრძელების ერთგული რჩება. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოსკოვთან რუსული დიზელის საწვავის აშშ-სა და მსოფლიო ბაზარზე მიწოდების შესახებ შეთანხმების მიღწევის შესახებ განაცხადა.
ამის შესახებ გამოცემა The Independent იუწყება.
„დიდი ბრიტანეთის პოზიცია სრულიად მკაფიოა. ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას სანქციების ყველაზე მძიმე რეჟიმის გამოყენებით, რომელიც დიდ ბრიტანეთს ოდესმე გამოუყენებია“,-- განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა და რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია. მისი თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, ნოემბრის განმავლობაში კიდევ - 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას.