ამომრჩეველთა სიების გადამოწმება დღეიდან იწყება
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოში განუცხადეს, სპეციალურად შექმნილი მონიტორინგის ჯგუფები საარჩევნო სიების გადამოწმებას, ამჟერადაც, "კარდაკარ" შემოვლის პრინციპის საფუძველზე განახორციელებენ.
ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის პროცესი 15 მარტამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო რეესტრმა საარჩევნო ასაკის მქონე მოქალაქეთა სია ცესკოს 1 თებერვალს გადაუგზავნა. თავის მხრივ საარჩევნო კომისიას პატიმართა სიები მიაწოდა სასჯელაღსრულების სამინისტრომაც, რათა მათი ერთიანი სიიდან ამოღება მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის პროცესში 12 კვალიფიციური სუბიექტი (პარტიები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდებიან) და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას.