თემურ ბასილიას ადვოკატი შალვა შავგულიძე აშშ-ს შესაბამის უწყებებში სპეციალური მიმართვისა და დოკუმენტაციის გაგზავნას გეგმავს. შალვა შავგულიძის თქმით, იგი შეეცდება დაარწმუნოს ამერიკული მართლმსაჯულება, რომ უარი თქვას დაკავებულის საქართველოში ექსპრადაციაზე. იგი უკვე შეხვდა თემურ ბასილიას ოჯახის წევრებს თუმცა მათ დაკავების მიზეზებზე ინფორმაცია არა გააჩნიათ. ბასილიას დეპორტაცია კი რამდენიმე დღეში იგეგმება.
"ჩვენ გავაგზავნით დასაბუთებულ პოზიციას თუ რატომ არ უნდა მოხდეს თემურ ბასილიას საქართველოში ექსტრადაცია. დღეს, საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობა არ აკმაყოფილებს არანაირ საერთაშორისო სტანდარტებს და არ შეიძლება პირის აქ გადმოცემა. ხოლო თუ მაინც მოხდება ექსტრადაცია ჩვენ გვაქვს საშუალება მოვახდინოთ ამ განაჩენის გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში", _ აცხადებს შალვა შავგულიძე.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის თანაშემწეს ეკონომიურ საკითხებში 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. განაჩენი განსაკურებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ჯერ კიდევ 2008 წელს გამოიტანეს. გამოძიების მტკიცებით ბასილიას საბანკო ანგარიშზე წლების განმავლობაში ქრთამის სახის მილინობით უცხოური ვალუტა იყო ჩარიცხული. იგი 2006 წლიდან ინტერპოლის მიერ იძებნებოდა. იგი აშშ-ს სამინიგრაციო წესების დარღვვეისთვის დააკავეს.