დღეს დილით თურქეთში ჩრდილოატლანტიკური ბლოკის წევრი და არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დახურული შეხვედრა, მინისტერიალი გაიმართება, რომლის ძირითადი თემა ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია იქნება.
ქართული მხარე თურქეთში საკუთარი წინადადებებით ჩავიდა.
დელეგაცია თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პროექტს წარუდგენს, ის ავღანეთის სპეცოპერაციებისათვის საქართველოს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ფლოტის გამოყენებას გულისხმობს.