დღეს, 5 თებერვალს, პარლამენტში ქვეყნის მთავარ პროკურორს ელოდებიან. მურთაზ ზოდელავა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზეა დაბარებული.
მთავარი პროკურორი კანონმდებლების წინაშე მოხსენებით 2 საკითხთან საკავშირებით გამოვა. ისინი "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს", "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანას", "პატიმრობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლიებების შეტანას შეეხება.
კომიტეტის სხდომა 13:00 საათზე დაიწყება. კომიტეტის წევრები მასზე სულ 8 საკითხს განიხილავენ.