დღეს, 5 თებერვალს, 12:00 საათზე, "ეროვნული ფორუმის" ოფისში პარტიის თავმჯდომარე კახაბერ შარტავა "ეროვნული ფორუმის" ახალ სახეს წარადგენს, რომელიც პარტიის საპროგრამო ჯგუფს უხელმძღვანელებს.
"ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელთა განცხადებით, ეს ადამიანი საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებაა, მისი პატიოსნება და პროფესიონალიზმი არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.
"მისი ვინაობა საზოგადოებისთვის პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი", _ აცხადებენ "ეროვნულ ფორუმში".