ქვესადგურ "ზაჰესი-35" -ში სარემონტო სამუშაოს გამო 11 ოქტომბერს, 11 საათიდან 18 საათამდე, გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ანდრონიკაშვილის, სხვიტორის, ხანძთელის, ზაჰესის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება გლდანის II და IV მიკრორაიოინების მცხოვრებლებს.
ქვესადგურ "ავლაბარში" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, 11 ოქტომბერს 11 საათიდან 17 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გუჯარეთის, მელაანის და ჯორჯ ბუშის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სამრეწველოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის და კარდანახის ქუჩის მცხოვრებლებს.
ქვესადგურ "ღრმაღელეში" სარემონტო სამუშაოს გამო, 11 ოქტომბერს, 12 საათიდან 15 საათამდე, ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ნათაძის, ჭყონდიდელის, ბეჟანიშვილის, ზესტაფონის და საყვირის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება თემქის III მიკრორაიონის V კვარტლის, ცოტნე დადიანის და ეკა ბეჟანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 14 საათამდე მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ტაბიძის, დადიანისა და ლერმონტოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე ვაკის და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება დიდი დიღმის III და IV მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ტაშკენტის და მარიჯანის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ორხევის დასახლების და ახვლედიანის ქუჩის მცხოვრებლებს.