თბილისში ჩამოსვლა რომ მინდა, ეს დანაშაულია?, - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა და დასძინა, - მე რომ არ ვყოფილიყავი რა იქნებოდა საქართველო არავინ იცის.
მისი თქმით, მან ისეთივე პოზიტიური როლი ითამაშა, საქართველოს ისტორიაში, როგორიც რუსეთის თავდაცვის ექს-მინისტრმა პავლე გრაჩოვმა.
"არავინ იცის რა იქნებოდა, რუსეთში რომ ცხონებული პავლე გრაჩოვი არ დამდგარიყო ბორის ელცინის გვრდით ", - განაცხადა კიტოვანმა.
მისივე თქმით, მას სააკაშვილის ხელისუფლებამ წაართვა პასპორტი და, შესაბამისად, ვერ ახერხებს ჯერჯერობით სამშობლოში დაბრუნებას.
"მოტყუებით წამართვეს პასორტი. მერე დააპატიმრეს ჩემი შვილი, რათა მე ჩამოვსულიყავი და დავეკავებინე საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. საბუთები არ მაქვს და ვერ ჩამოვდივარ. წლებია არ მინახავს შვილები შვილიშვილები, შვილთაშვილი შემეძინა", - განაცხადა კიტოვანმა.