დღეს, 5 თებერვალს, მიუნხენში უსაფრთხოების 46-ე კონფერენცია გაიხსნება. კონფერენცია ორდღიანი იქნება და მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმზე ევროატლანტიკური ურთიერთობები და ევროპული და გლობალური უსაფრთხოების აქტუალური საკითხები განიხილება.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტები.
წლევანდელ კონფერენციაზე განხილული იქნება რესურსების უსაფრთხოებისა და გლობალური ძალების გადანაწილების, ევროპული და გლობალური უსაფრთხოების, შეიარაღებაზე კონტროლისა და ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების, ახლო აღმოსავლეთის რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ყურადღება გამახვილდება ნატოს სტრატეგიაზე ავღანეთთან მიმართებაში.
კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციაც იქნება წარმოდგენილი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე უხელმძღვანელებს.