"საქართველოს ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია", _ აცხადებს რუსი სამხედრო ექსპერტი ალექსანდრე გოლცი. ეს განცხადება მან გააკეთა "როსბალტის" მოსკოვის პოლიტკლუბის მორიგ შეხვედრაზე - თემაზე: "განახლებული საქართველო - რუსეთის ეკონომიკური პარტნიორი თუ მტერი?"
"საქართველოს ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია და ამისი შანსიც არ არსებობს", _ განაცხადა გოლცმა.
მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები საქართველოს "უსასრულოდ მისცემენ ავანსებს და დაწერენ ამ ქვეყნისთვის "საგზაო რუკებს", მაგრამ ამის იქით საქმე არ წავა".
"ამა თუ იმ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი ყველა ტერიტორიული დავის მოგვარებაა, ხოლო დავა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხილულ მომავალში არ მოგვარდება", - აცხადებს ექსპერტი.