აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში პრობლემურ წერტილად დარჩება", _ განცხადება ამის შესახებ გააკეთა პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის დირექტორმა ალექსეი მუხინმა "როსბალტის" მოსკოვის პოლიტკლუბის მორიგ შეხვედრაზე - თემაზე: "განახლებული საქართველო - რუსეთის ეკონომიკური პარტნიორი თუ მტერი?"
"საქართველოს საზოგადოება მოტყუებული დარჩა მოლოდინში იმის შესახებ, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში რუსეთთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს", - განაცხადა მუხინმა.
მისი თქმით, "არაღიარებული რესპუბლიკები რუსეთ-იაპონიის ურთიერთობებში კურილიის კუნძულების ანალოგიური პრობლემა ხდება".
"სასწაული არ მოხდება. მხარეებს არ აქვთ უკან დასახევი გზა და არც მანევრის შესაძლებლობა არსებობს, ამაზე ყველაფერზე კარგად რომ დაილაპარაკო", _ აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს იმასაც, რომ "ივანიშვილს არ ძალუძს თავისი მილიონების დახმარებითაც კი საქართველო ეკონომიკური ორმოდან ამოათრიოს, რაც ასევე გააცრუებს საქართველოს მოსახლეობის იმედებს".