"თუ ივანიშვილი მდიდარი ადამიანია, ხარჯოს თავისი კაპიტალი თავისი ხალხის საკეთილდღეოდ",_ აცხადებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი და აღნიშნავს, რომ ისინი, ანუ აფხაზები, თავიანთ სამშობლოში ცხოვრობენ.
"ჩვენთვის საფრთხე ყოველთვის არის, ივანიშვილი მოვა საქართველოს სათავეში თუ ვინმე სხვა. თუ ივანიშვილი მდიდარი ადამიანია, ხარჯოს თავისი კაპიტალი თავისი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ კი ჩვენს სამშობლოში ვცხოვრობთ. ჩვენი სახელმწიფო გვაქვს, სახელმწიფოს საზღვრები, რომლებსაც თავად ვიცავთ. თუ ვინმეს ჩვენთან საუბარი უნდა, როგორც თანასწორებთან, ამისათვის მზად ვართ, ხოლო თუ ჩვენთან სხვანაირად გადაწყვეტენ საუბარს, არაფერი გამოუვათ",_ განაცხადა ანქვაბმა სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე.