აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს, პაატა ზაქარეიშვილს უპასუხა და განაცხადა, რომ აფხაზეთს თავისი დამოუკიდებლობის შესახებ საკითხში არავითარი მრჩეველი არ სჭირდება.
"ჩვენ თავად განვსაზღვრავთ ჩვენს მომავალს. უკვე დიდი ხანია გავერკვიეთ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და არავითარი მრჩევლები ამ საკითხში არ გვჭირდება", _ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა ზაქარეიშვილის განცხადების კომენტირებისას იმის შესახებ, რომ ქართული მხარე მზადაა აფხაზეთთან ყველა საკითხი განიხილოს, გარდა დამოუკიდებლობის საკითხისა.