"ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში საკვანძო საკითხი - მშვიდობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაა", _ ეს განცხადება დღეს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალესანდრე ანქვაბმა სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"დღეს შეიძლება მრავალი სხვა და სხვა რამ მოისმინო ქართული მხრიდან გაკეთებულ კომენტარებში, თუმცა მათ ჯერ ჯერობით მხოლოდ არაოფიციალური ხასიათი აქვთ. აი, როდესაც ჩამოყალიბდება ახალი მთავრობა, ჩვენ მოვუსმენთ თუ რას იტყვის ის. თუმცა ჩვენთვის საკვანძო საკითხი - მშვიდობის შესახებ ხელშეკრულებაა", _ განაცხადა ანქვაბმა და აღნიშნა, რომ ყველა დანარჩენი საკითხი, "მათ შორის დევნილების საკითხი ჩვენ არაერთზის განგვიხილავს ქართულ მხარესთან სხვა და სხვა მოედნებზე - გალის შეხვედრებიდან დაწყებული ჟენევის კონსულტაციებით დასრულებული, თუმცა სარგებელი ამისგან ცოტაა".
"საკვანძო საკითხის განსახილველად მზად ვართ", _ განაცხადა ანქვაბმა.