საქართველოს სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი რეინტერგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი რუსულ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ დიალოგი აფხაზურ და ოსურ მხარეებთან, მიუხედავად მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნებისა - აუცილებელია.
მისივე თქმით, აფხაზურ მხარის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარების მოთხვნის საპასუხოდ საქართველომაც შეიძლება თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ მოთხოვნა წამოაყენოს.
ზაქარეიშვილის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კოალიციის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით უცვლელია, თუმცა ახალი ხელისუფლება აუცილებლად გადახედავს და თავიდან გაიაზრებს იმ პოლიტიკას რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ.
"აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხის განხილვას არ ვაპირებთ, მაგრამ არის მრავალი სხვა თემა რომელთა განხილვასაც ვაპირებთ. ეს ეკონომიკური ურთიერთობებია, ჰუმანიტარიული პროექტებია, წრალობობარაგების, გაზმომავარაგების, ტრანსპორტის, ჯანდაცვისა და განათლების საკითხებია მაგრამ ყველაზე მთავარი ახალი ქართული პოლიტიკის ფორმირებაა კონფლიქტების დარეგულირების კუთხით. ამავე დროს არც ის არის გამორიცხული, რომ ჩვენ ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმამ მოგვიწიოს იმისათვის, რომ დავარწმუნოთ მოწინააღმდეგე მხარე, რომ ჩვენი პოლიტიკა იცვლება",_ აცხადება ზაქარეიშვილი.