ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 21-ე რაუნდზე აფხაზეთის პოზიცია "ძალიან ხისტი" იქნება. განცხადება ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ გააკეთა.
ჩირიკბა ასევე აცხადებს, რომ ამ შეხვედრების ფორმატი ასევე შესაცვლელია იმისათვის, რომ აფხაზეთი არ იყოს შეზღუდული გადაწყვეტილებების მიღებისას. ჩირიკბა ასევე აცხადებს, რომ შეხვედრების ახლანდელი "დეფექტური" ფორმატით "რაიმის გადაწყვეტა გამორიცხულია".
ამას გარდა, აფხაზური მხარე ასევე არ აპირებს თავის პოზიციაზე უარის თქმას, რომელიც მას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების გალის შეხვედრების მიმართ აქვს.