ხვალ, 5 თებერვალს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლად არჩეული თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი პარლამენტში მივა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საკანონმდებლო ორგანოს პრესამსახურიდან აცნობეს, ხარატიშვილი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართავს შეხვედრას.
საუბარი ერთიან საარჩევნო სიებს შეეხება. შეხვედრას, რომელიც 13:00 საათზეა ჩანიშნული, სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენელიც დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის რანგში ხარატიშვილი საკანონმდებლო ორგანოში პირველად მივა.