"თამაზ თამაზაშვილი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია", _ განაცხადა ჟურნალისტებთან სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულi დახმარების საკითხთა მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა.
"ეს ადამიანი ციხეში ისე იჯდა, რომ არაviTaრი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი. ის იყო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი. ის აქამდეც უნდა გამოეშვათ ციხიდან", - განაცხადა სუბარმა თამაზაშვილის გათავისუფლების კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი სასჯელაღსრულების უწყებას 10 ოქტომბერს დატოვებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით, თამაზ თამაზაშვილი მსჯავრდებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში და მას 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თამაზაშვილი სასჯელს იხდის 2011 წლის 11 ოქტომბრიდან.