დღეს, 4 თებერვალს, 19:00 საათზე "თიბისი გალერეაში" სულხან-საბა ორბელიანის იგავების საბავშვო ილუსტრირებული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნში ორბელიანის 30 ილუსტრირებული იგავია წარმოდგენილი. ახალი გამოცემის ილუსტრატორია ნინო გურაბანიძე. პრეზენტაციაზე მსურველებს საბავშვო გამოცემის შეძენის შესაძლებლობაც ექნებათ.
წიგნზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტექსტი ლეილა ბერიაშვილმა დაამუშავა. წიგნი საწყის ეტაპზე 3-ათასიანი ტირაჟით გამოიცა, იგი წიგნების მაღაზიებში 15 ლარად გაიყიდება.
სულხან-საბა ორბელიანის საბავშვო ილუსტრირებული იგავების კრებული ქარჩხაძის გამომცემლობამ გამოსცა.