თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღება 25 წლიდან ასაკის პირებს შეუძლიათ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოში განუცხადეს, ასაკის გარდა, კიდევ ერთი, რაც საარჩევნო კანონმდებლობით მერობის კანდიდატს მოეთხოვება, საქართველოში მუდმივად სულ მცირე, 10-წლიანი ცხოვრება და ქართული ენის ფლობაა.
თბილისის მერის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას მიიღებს, არანაკლებ არჩევნებში მონაწილეთა 30%-ისა.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთელი საქართველოს მასშტაბით 31 მაისსაა დანიშნული.