ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისთვის ორი სხვადასხვა სახის საარჩევნო ბიულეტენი დამზადდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს,
ერთ მათგანში შეტანილი იქნება პარტიების/საარჩევნო ბლოკების სახელწოდებები დადგენილი რიგითობის შესაბამისად, ხოლო მეორე ბიულეტენში შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში ასარჩევად წარდგენილ კანდიდატთა რიგითი ნომერი და სახელი და გვარი.
პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატის (კანდიდატების) გვართან მიეთითება შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის სახელწოდებაც.
კანდიდატის თაობაზე მონაცემები საარჩევნო ბიულეტენში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წილისყრით განსაზღვრული მისი რიგითობის შესაბამისად, განისაზღვრება არჩევნების დღემდე არა უადრეს 24-ე და არა უგვიანეს მე-20 დღისა.
როგორც პროპორციული, ისე საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისთვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში ამომრჩეველი შემოხაზავს, შესაბამისად, არა უმეტეს 1 პარტიის/საარჩევნო ბლოკის და კანდიდატის რიგით ნომრებს