"ახალი მემარჯვენეების" ყოფილი თანაგუნდელმა და პარტიის საჩხერის ფილიალის ხელმძღვანელმა, კობა მოდებაძემ ქუთაისში პრესკონფერენცია გამართა.
მოდებაძემ "ახალი მემარჯვენეების" რიგების დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.
"ჩემი გადაწყვეტილების უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ მთლიანად ვიზიარებ ზურაბ ნიღაიდელის პოლიტიკურ კურსს - რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას. ამასთანავე, "მემარჯვენეებისგან განსხვავებით, ნოღაიდელი მხარს უჭერს ოპოზიციის ერთიანობას", - აღნიშნა მოდებაძემ.
შეგახსენებთ, რომ კობა მოდებაძე 2008 წლის არჩევნებში, საჩხერის რაიონში ერთიანი ოპოზიციის სახელით იყრიდა კენჭს.