"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისეთი ტიპაჟები როგორიც არის ბაჩანა, დათა და რაც მთავარია მიშა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ", - განაცხადა ჟურნალისტებთან თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ.
მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკანონო საქმიანობას კვლავ აგრძელებს.
,,პირველი ოქტომბერი, რომ არა ჩვენ ერთმანეთს ახლა ვერ შევხვდებოდით, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ უკანონობის არქიტექტორი კიდევ არის თავის ადგილას და აგრძელებს ბნელ საქმიანობას. Aარ უნდა დაგვავიწყდეს, მოსამართლე, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და კანონს ინტერპრეტაცია მისცა დღესაც ღებულობს გადაწყვეტილებებს, Aარ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პატრულის ფორმაში გამოწყობილი ბანდიტები დღესაც დაძრწიან ქალაქში და შეიძლება ამ მომენტშიც აპატიმრებენ უდანაშაულოს, რაც მთავარია ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში დღეს ასეულობით უდანაშაულო ადამიანია, რომელიც დღესდღეობით ციხეში იმყოფება. ჩვენ დიდი და ეკლიანი გზით უნდა ვიაროთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი ტიპაჟები როგორიც არის ბაჩანა, დათა და რაც მთავარია მიშა ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე", _ განაცხადა ნიკა ჯანჯღავამ.