განვიხილეთ განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ბიძინა ივანიშვილთან ბიზნესცენტრში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ივანიშვილთან შეხვედრაზე განათლების მინისტრის კანდიდატურაზე საუბარი არ ყოფილა.
"შეხვედრის მიმდინარეობისას ზოგადად საუბარია ნებისმიერ პოსტზე და ბუნებრივია, მე არავინ არ მკითხავდა ჩემს შეხედულებებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით. ორშაბათს ყველა ერთად გავიგებთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა მიმინოშვილმა და აღნიშნა, რომ იქნება თუ არა ის განათლების მინისტრი, ყველაფერს გააკეთებს, რომ სისტემის ფეხზე დაყენებას ხელი შეუწყობს.