"შეკრებებისა და მანიფესტაციებისა და შესახებ" კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნის არსებობას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე ადასტურებს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გასული წლის ნოემბრის ბოლოს ჩამოვიდა, თუმცა მისი თქმით მას ეს რეკომენდაციები არ უნახავს და ინფორმაციას ფლობს უმრავლესობიდან.
ვეფხვაძე იმასაც აღნიშნავს, რომ კომისიას მიუღებლად მიაჩნია სწორედ ის შეზღუდვა, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ შენობებთან აქციების გამართვა მხოლოდ 20 მეტრის მოშორებით არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნის არსებობას საპარლამენტო უმრავლესიობა კატეგორიულად უარყოფს.