"იმედია, ბიზნესგარემოსთვის უკეთესი პირობები შექმნება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ავერსის" გენერალურმა დირექტორმა პაატა კურტანიძემ.
,,ახალი ხელისუფლება, როდესაც მოდის ყოველთვის ცდილობს კიდევ უფრო კარგი პირობები შექმნას და მეც იმედი მაქვს, რომ აქამდე რა პირობებიც იყო ბიზნესის განვითარების და საკმაოდ კარგი იყო, რომ არ იყო კრიმინალი და პოლიცია და ბიზნესი ღიად მიდიოდა, ვფიქრობ, თუ გადასახადების განაკვეთები შემცირდა ვფიქრობ, ბიზნესის განვითარებას უფრო გააძლიერებს", _ განაცხადა ,,ავერსის" გენერალურმა დირექტორმა პაატა კურტანიძემ.
შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ "ქორთიარდ მარიოტში", კოალიციის ლიდერთან შეხვედრაზე, დაახლოებით 250 ბიზნესმენია შეკრებილი. ბიზნესმენები აცხადებენ, რომ აქამდე თავდაცვის პოზიციაში ყოფნა უხდებოდათ და იმედოვნებენ, რომ ქვეყანაში პროცესები ბიზნესისთვის სასარგებლოდ განვითარდება.