"საქართველოს ბიზნესისთვის რენესანსის პერიოდი იწყება", - განაცხადა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, სულ ცოტა ხანში ქართველი საქმოსნებისთვის საუკეთესო პერიოდი დაიწყება. ბიზნესი ფეხზე დადგება.
"ქორთიარდ მარიოტში", კოალიციის ლიდერთან შეხვედრაზე, დაახლოებით 250 ბიზნესმენია შეკრებილი. ბიზნესმენები აცხადებენ, რომ აქამდე თავდაცვის პოზიციაში ყოფნა უხდებოდათ და იმედოვნებენ, რომ ქვეყანაში პროცესები ბიზნესისთვის სასარგებლოდ განვითარდება.