პარალმენტის თვამჯდომარემ და ვენეციის კომისიის დელეგაციამ "მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ" კანონზეც ისაუბრეს.
პარალმენტის თვამჯდომარის თქმით, ვენეციის კომისიის მოთხოვნაა ყველა მხარის ინტერესების დაცვა და პარლამენტიც სწორედ ამ პრინციპებით იხელმძღვანელებს.
"ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ეს კანონი საზოგადეობის წინააღმდეგ არ უნდა იყოს მიმართული და ასევე დაცული უნდა იყოს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ამ პრინციპს ვიზიარებთ და ვცდილობთ რომ ეს ორივე პრინციპი დაცული იყოს" - განაცხადა ბაქრაძემ.
აღსანიშნავია რომ იგი მთავარ აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ვენეციის კომისიის მიერ საქართველოს კანონმდებლობა დადებითად არის შეფასებული და ბაქრაძე ამ ფაქტს მისალმება.