ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა რომ ქვეყანაში არ იყოს კრიმინალი და არეულობა, - განაცხადა დავითბ ბაქრაძემ სახელმიწოფ კანცელარიაში გამართული მოქმედი აღმასრულებელი ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ის რაც დღეს ხდება საქართველოში ხდება პირველად, ასეთი რამ საქართველოში არ მომხდარა, და ბუნებრივია გამოცდილების არარსებობის გამო იქნებიან ადამიანები, რომლებიც ჩათვლიან, რომ არის სიტუაცია, რომ მათ შეუძლიათ ცუდი გაგებით, იხეირონ საზოგადოების ხარჯზე და ჩაიდინონ ის დანაშაული, რასაც ადრე ვერ აკეთებდნენ.
"ამიტომ ჩვენ შეხვედრისას ამ თემებზე ვისაუბრეთ და ესეც არის ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილი. სანამ მუშაობს ეს ხელისუფლება, იმუშავებს ყველა სამინისტრო, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო. არ მოხდება არც ერთი სტრუქტურის ჩამოშლა, არ მოხდება არც ერთი სტრუქტურის დემორალიზება, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილი და ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობის ნაწილია ის, რომ ეს ტრანზაქციის პროცესი მოხდეს ისე რომ არ შეექმნას პრობლემა არც ერთი სამინისტროს მუშაობას. ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა რომ ქვეყანაში არ იყოს კრიმინალი და არეულობა", - განაცხადა ბაქრაძემ.