პრაიმერის საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომას პრაიმერში მონაწილე პარტიების ("კონსერვატიული პარტია", "ხალხის პარტია", "სამართლიანი საქართველოსთვის", "მომავლის პარტია", "ქრისტიანული საქართველო", "მამულიშვილი") გარდა დამოუკიდებელი კანდიდატები - გელა ნიკოლეიშვილი, ბიძინა სავანელი და ოთარ გამყრელიძე ესწრებოდნენ.
ზვიად ძიძიგურმა, კობა დავითაშვილმა და ზურაბ ნოღაიდელმა პრაიმერის საარჩევნო კომისიას პარტიული კანდიდატები წარუდგინეს.
კენჭისყრის შედეგად წინასწარი არჩევნების კომისიას დამოუკიდებელი კანდიდატი ბიძინა სავანელი უხელმძღვანელებს, ხოლო მდივნის პოსტს "ხალხის პარტიის" წევრი კახა ფირუაშვილი დაიკავებს.
სხდომაზე განხილულ იქნა საოლქო კომისიის თავმჯდომარეების დანიშვნის საკითხიც. დამტკიცებულ იქნა პრაიმერის გრაფიკი და კანდიდატთა რეგისტრაციის ბლანკი.
პრაიმერის საარჩევნი კომისიის მეორე სხდომა 12 თებერველს გაიმართება.