"ხალხის პარტია" და "ლეიბორისტული პარტია" პარლამენტში ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენენ. შესაბამისი განცხადება დღეს, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გაკეთდა.
"ხალხის პარტიის" ლიდერის, კობა დავითაშვილის განცხადებით მისმა პარტიამ მოახერხა შეეგროვებინა 30.000 ხელმოწერა, რაც საკმარისია იმისათვის, რომ პარლამენტმა ახლი კანონპროექტი განიხილოს.
"ხალხის პარტიის" მოთხოვნები ასეთია: პენსიის დანიშვნა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, საპენსიო ასაკის დაწევა ქალებისთვის 55, ხოლო კაცებისთვის 60 წლამდე, ფიქსირებული გადასახდების დაწესება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, პარიტეტი საარჩევნო კომისიაში და 50%-იანი საარჩევნო ბარიერი.
"ხალხის პარტიის" ინიციატივას პარლამენტში ლეიბორისტები შეიტანენ, რადგან კანონპროექტის ავტორებს ნოტარიული ბაჟის გადასახადი 30.000 ლარი არ გააჩნიათ.
"მადლობას ვუხდი "ლეიბორისტებს", რადგან ჩვენ ვერ გადავიხდიდით ნოტარიული ბაჟის დამოწმების გადასახადს, რომელიც ორჯერ გაზარდეს და ბოლოს 30.000 ლარამდე აიყვანეს. დახმარება თორთლაძემაც შემომთავაზა, თუმცა მე ვიცნობ ლეიბორისტების ბრძოლას, ვენდობი და მათთან მომავალშიც ვითანამშრომლებ", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.
ხალხის პარტიის ლიდერი საჭიროების შემთხვევაში ხელმოწერების მიტინგებით დაცვასაც არ გამორიცხავს.
"იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი ხალხის მოთხოვნას მხარს არ დაუჭერს ეს ხალხი ქუჩაში გამოვა", - დავითაშვილი.