"რესპუბლიკურმა პარტიამ" ცესკო-ში საარჩევნო სიებთან დაკავშირებით 13 პუნქტიანი დოკუმენტი შეიტანა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, დავით უსუფაშვლმა დღეს, "რესპუბლიკელების" ოფისში ჟურნალისტებს ესაუბრა.
რესპუბლიკეთა თქმით, მათ მიერ მმზადებული დოკუმენტი ურინველყობს საარცევნო სიების გამართულობას, საჯაროობას და გამორიცხავს სხვა პირთა ნაცვლად ხმის მიცემას.
"აქ არის ძალიან კონკრეტული მექანიზმები იმისათვის, რომ სიები იყოს გამჭვირვალე, უზრინველყოფილი იყოს სამაგიდო სიების საჯაროობა, აგრეთვე აღარ მოხდეს საზღვარგარეთ მყოფ პირთა ნაცცვლად ხმის მიცემა, გარდაცვლილი პირები ვრღარ მოხვდნენ საარჩევნო სიებში", - განაცხდა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, დიოკუმენტში გაწერილია მიზნის მისაღწევად რომელმა უწყებამ რა უნდა გააკეთოს.
"აქ არის ძალიან კონკრეტულად გაწერილი, რომელმა უწყებამ რა უნდა გააკეთოს. ჩვენ შემოვდივართ ისეთი ინიციატივებით, რომელთა განხორციელება შესაძლებელია ცესკო-ს მხრიდან მოქმედი კანონპროექტის ფარგლებში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.