"ჩემი პირველი ვიზიტი აშშ-ში ლოგიკურია. მთელი ამ დროის განმავლობაში არჩევნებამდე, არჩევნების დროს და არჩევნების შემდეგ გაგამწყვეტი როლი ამერიკელებმა ითამაშეს, რომლებმაც ძალიან პრინციპული პოზიცია დაიკავეს ",_ აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი "Forbes"-თვის მიცემულ ინტერვიუში და აღნიშმნავს, რომ ამერიკელებმა ძალიან ბევრი ინვესტიცია ჩადეს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში.
"საკაშვილმა კი ეს ყველაფერი ქარს გაატანა, მე კი ძალიან მინდა შევინარჩუნო და გავაღრმავო ეს პარტნიორული ურთიერთობები.
ამასთან ერთად ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ევროპასთან და ჩვენი ყველაზე რთული ამოცანა - რუსეთთან ურთიერთობების დამყარებაა. მართალია ძალიან ბევრი მესმის იმაზე, რომ რუსეთი და ნატო შეუთავსებელია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენ მაინც შევძლებთ შეხების წერტილების მოძებნას და იმის დამტკიცებას, რომ ეს არც თუ ისე შეუძლებელია",_ აცხადებს ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ პირადად ის პუტინს ან მედვედევს არასოდეს შეხვედრია.
"მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ვალდებული ვარ ყველაფერი გავაკეთო რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებისათვის. ვნახოთ როგორ გამოვა, თუმცა იმედი მაქვს, რომ უნდა გამოვიდეს. ბევრი მეგობარი მყავს რუსეთში. კარგად ვიცნობ ბიზნეს-ისტებლიშმენტს, ინტელიგენციას, მეცნიერებს - იქ დავიცავი საკანდიდატო, სადოქტორო.
რუსეთის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, მიმაჩნია, რომ პირველ ეტაპზე სულ მცირე კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები უნდა აღვადგინოთ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე - ვიცი რომ ეს რთულია, მაგრამ ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ ხელები ჩამოვუშვათ.
არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ურთიერთობების დაძაბვის ძირიდათი მიზეზი მიხეილ სააკაშვილია, რომ არა მისი ავანტიურა რომ არა მსგავსი არაფერი მოხდებოდა.
ხოლო რაც შეეხება იმას, რომ რუსეთმა თავად აღიარა, რომ ომისათვის რამდენიმე წლით ადრე ემზადებოდა მეტს ვიტყვი - რუსეთი ომისათვის საუკუნეების განმავლობაში ემზადებოდა.
რუსეთს არ ვამართლებ, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ ხელისუფლებას უნდა მოვკითხოთ, არ შეიძლება ასე უგუნურად მოიქცე, პროვოცირება მოახდინო, შემდეგ კი არკვიო, ვინ რამდენი წელი, რისთვის ემზადებოდა",_ აცხადებს ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან უზარმაზარი აგრესია განხორციელდა და ამას გამართლება არ აქვს.
"მართალია გარკვეული დრო გავიდა, მაგრამ ტკივილი არის და იარებიც კვლავ რჩება", _ აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.