ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ისნის ბაზრობის მოვაჭრეებს შეხვდა.
მინისტრმა მათ დეტალურად და პირადად განუმარტა ის სიახლეები, რასაც საგადასახადო კოდექსში შეტანილი ახალი ცვლილებები ითვალისწინებს.
ამასთან, ბაინდურაშვილმა მოვაჭრეებს განუმარტა, რომ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციამ სკანდალი ხელოვნურად ააგორა, რასაც წინასაარჩევნო კამპანიად იყენებს.
"ცვლილებები არ ეხება ბაზრობაზე მოვაჭრეებს და ეს ოფიციალური წერილითაც დავადასტურეთ. ეს ხალხი გახდა შეცდომაში შეყვანის აბსოლუტურად მიზანმიმართული კამპანიის მსხვერპლი, რომელსაც კონკრეტული ადამიანების მხრიდან აქვს ადგილი", - განუცხადა ბაინდურაშვილმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი მოვაჭრეებს აქციის გამართვისკენ მოუწოდებს, რადგან მიიჩნევს, რომ ახალი საგადასახადო ცვლილებები გარემოვაჭრეებს აზარალებს. ფინანსთა მინისტრი კი განმარტავს, რომ ყოველ გაყიდულ საქონელზე ზედნადების დარიცხვა მათ არ ეხებათ.