შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უახლოეს დღეებში თავდაცვის დეპარტამენტს მის წინა სახელს - „ომის დეპარტამენტს“ დაუბრუნებს.
"მოგეხსენებათ, ჩვენ მას თავდაცვის დეპარტამენტს ვუწოდებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ სახელს შევცვლით. ჩვენ გვქონდა გამარჯვებების წარმოუდგენელი ისტორია, როდესაც ის იყო ომის დეპარტამენტი, შემდეგ კი შევცვალეთ იგი თავდაცვის დეპარტამენტად", - თქვა ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან შეხვედრისას.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს (Department of Defense, DoD) 1947 წლამდე ერქვა ომის დეპარტამენტი (Department of War).
მას შემდეგ, დეპარტამენტისთვის სახელის დაბრუნების მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდათ, თუმცა ინიციატივა სისრულეში არასოდეს მოუყვანიათ.